კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:53 / 12-08-2017
ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში?
ინტერნეტსაიტებზე, უცხოელ ავტორთა ძველ თუ ახალშექმნილ წიგნებში სტალინზე, უმნიშვნელოვანეს და სკანდალურ ამბავთა შორის ლამის პირველ ადგილზეა ბესო ჯუღაშვილის ახალგაზრდობის წლების "ცოდვა" - ექსპროპრიაციად მონათლული ბანკის გაძარცვა თბილისში.

ამ "ტერორისტულ აქტს" ისე შთამბეჭდავად აღწერენ, რომ ძნელია არ ერწმუნო მავანთა მტკიცებას. 1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მაშინდელ მთავარ,
ერევანსკის მოედანზე ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი შეაზანზარა. ხმა გავარდა, რომ თანხის გადატანისას თავს დაესხნენ ფულით დატვირთულ თბილისის ბანკის ეტლს და თვალის დახამხამებაში გაძარცვეს! კარგად ორგანიზებულ მძარცველთა ბანდას კი ბესო ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდაო... მეტიც, იმ გოგონების ვინაობასაც ასახელებენ, სტალინს რომ "გვერდით ედგნენ" ტერაქტისას... ამ ტერაქტს თავის დროზე ფრანგული "ლე ტემპიც" გამოეხმაურა და ინგლისური "დეილი მირორიც"...

კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში განხორციელებული ტერაქტად შერაცხული ბანკის ძარცვის თემას და გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ჩვენეული ვერსია.

მოგეხსენებათ, ექსპროპრიაცია ერთი კლასის მიერ მეორისთვის საკუთრებისა და, ამასთან ერთად,
სოციალური მდგომარეობის ჩამორთმევას ნიშნავს. ექსპროპრიაციად მოინათლა თბილისში გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოე ჟორდანიამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ელიტაში მდგომარეობა განიმტკიცა. დამარცხებული იოსებ ჯუღაშვილი
ყრილობის მუშაობის დამთავრების შემდეგ (1907 წლის 19 მაისი) თბილისში დაბრუნდა.

თბილისში მას აღარ ედგომებოდა და მალე ბაქოში გადავიდა. 1907 წლის 20 ივნისს ბაქოში გამომავალი არალეგალური გაზეთის "ბაკინსკი პრო­ლეტარის"­ პირველ ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის წერილი "სათათბიროს გარეკვა და პროლეტარიატის ამოცანები". წერილი 1907 წლის 3 ივნისს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ რუსეთის მეორე სახელმწიფოს დათხოვნას ეძღვნებოდა. გაზეთის იმავე ნომერში დაიწყო და მეორე ნომერში­ (გამოვიდა 1907 წლის 10 ივლისს) დასრულდა იოსებ ჯუღაშვილის ვრცელი წერილის
ბეჭდვა "რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობა (დელეგატის წერილები)".

...მანამდე კი თბილისში მოხდა ამბავი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთის იმპერიასა და მთელ მსოფლიოში.
1907 წლის
13 ივნისს თბილისში ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნიდან ტერორისტებმა გაიტაცეს რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი ფული - 250 ათასი მანეთი (ფულის ნიშნები და ბანკის საკრედიტო ბარათები). საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ერევანსკის მოედანზე ექსპროპრიაცია განახორციელეს სოციალ-დემოკრატებმა (რსდმპ თბილისის კომიტეტმა). ოპერაციის საერთო ხელმძღვანელი იყო იოსებ ჯუღაშვილი, ხოლო უშუალო შემსრულებელი სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო).

საარქივო მასალების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, მეტიც, ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცეს არა სოციალ-დემოკრატებმა, არამედ სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა). ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ესერთა პარტიის წევრები:
1) სარქის ალექსანდრეს ძე ოთაროვი - მეშჩანი, 48 წლის, სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობისა, ამიერკავკასიის ოლქის სადაზღვევო საზოგადოების აგენტი, მცხოვრები თბილისში, მალაკნების ქუჩაზე, N50 სახლში;
2) ვასილ ვასილის ძე პილეცკი - მემამულე, 22 წლის, ამიერკავკასიის რკინიგზაზე ფოსტის გადაზიდვის მერვე განყოფილების თანამშრომელი, მცხოვრები თბილისში, სადგურის ქუჩაზე, N12 სახლში.

განაგრძეთ კითხვა
ტეგები:
13:20 / 13-08-2017
.
0
სტალინი არა "კვატი"...შექმნეს ლეგენდა ვითომ ის საქმიანობდა და ძაან გამჭრიახი იყო...როგორც ჩვევია სსრკ-უს ისტორიის დამწერლებს!
12:15 / 13-08-2017
მემატიანე
0
ცუდია, როცა მხოლოს საიტებიდან ეცნობი შენი ქვეყნის ისტორიას. წაიკითხეთ ძველი ქართველი რევოლუციონერის დავით სულიაშვილის მოგონებები და გაიგებთ, რომ ამ დროს სტალინი არ იმყოფებოდა საქართველოში, ბაქოში იყო. ბანკის გაძარცვა კი კამოს კისერზეა (ეს ის კამოა, რომელმაც მერე ბერლინელი ფსიქიატრებიც კი გააოცა თავისი შეურაცხადაობით). როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში სტალინს მცირეოდენი "წვლილი" მაინც რომ ჰქონოდა შეტანილი, რევოლუციონერი ავტორი ამ "ღვაწლს" დაუკარგავდა? ისე,ერთი რამის დამატება შეიძლება: კამოს მიერ "ექსპროპრირებული" ფული მერე ქართველი რეცოლუციონერების ევროპაში გრიალსა და დროსტარებას დასჭირდა (ამაზე უკვე რევოლუციონერი პავლე საყვარელიძე წერს თავის მოგონებებში).
მსგავსი სიახლეები
+VIDEO: აღნიშნული კადრები ერთადერთი დამოუკიდებელი რეპორტაჟია ისტორიაში
"ცოცხალი ფიურერი მომავალში დიდად გამოგვადგება ჩვენი პოლიტიკის გატარებისთვისო..."
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის გამართულ შეხვედრაზე ყველა სკამი შეივსო
"დამიანე დავრიშაშვილს, რომელიც იყო გორის პრეფექტი, კეკესთან ჰქონდა ურთიერთობა. მისგან შეეძინა იოსები და ამაზე მთელი გორი ლაპარაკობდაო"
"თუკი ძეგლის აღებას ვინმე დააპირებს, სოფელი წინააღმდეგობას გაუწევს"
არავინ იცის, ახდა თუ არა თემურ ლენგის წყევლა, ფაქტია, რომ მსოფლიო სისხლისმღვრელმა ომმა მოიცვა...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49