მესტიაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

მესტიაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

მესტიაში ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობას მისი ადგილმდებარეობა ართულებს. გამგებლის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს უკიდია.

"400-500 კვადრატულ მეტრამდე ტყის ზოლს აქვს მოდებული ცეცხლი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურები, მოსახლეობა და სასაზღვრო პოლიცია უკვე მიემართებიან ადგილზე. ცეცხლი მთაშია და იქიდან გამომდინარე, რომ მიუდგომელი ადგილია, ავტოტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. სახანძრო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, წუხელ არის გაჩენილი და დღეს დილით ის უფრო დიდ ტერიტორიას მოედო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი