ზაფხულის ცხელი დღეები და თბილისური გასართობები

ზაფხულის ცხელი დღეები და თბილისური გასართობები

მთელი წლის განმავლობაში ზაფხულისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასასვენებლად მიემგზავრება, ნაწილი კი გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. სეზონურად სამთო თუ საზღვაო კურორტებზე წასული დამსვენებლებისთვის უამრავი გასართობია. თბილისი კი შედარებით პასიური ქალაქი ხდება. თუმცა ქალაქის მასშტაბით ზაფხულის ცხელ დღეებშიც შესაძლებელია გარკვეული შეთავაზების მოძებნა, რომელიც დროის სასიამონდო გატარებაში დაგეხმარებათ.

ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ თბილისში დარჩენილ ბავშვებს. მშობლები ცდილობენ, ცხელი დღე სასიამოვნო გარემოში ბავშვებთან ერთად დაასრულონ ხოლმე. ამ დროს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი კონტაქტური ზოოპარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ GTC-ში მდებარეობს. თუ გსურთ, ქალაქიდან გაუსვლელად რეალურ ფერმასა და ტროპიკებში აღმოჩნდეთ, აუცილებლად უნდა ესტურმოთ „ფაუნალენდს“. აქ თქვენ შეგეძლებათ არა მარტო გაეცნოთ ცხოველების სამყაროს, არამედ შეეხოთ კიდეც მათ. „ფაუნალენდი“ - ეს არის კონტაქტური ზოოპარკი, სადაც შეგიძლიათ მოეფეროთ და აჭამოთ ცხოველებს. ზოოპარკის მობინადრეები მოთავსებული არიან ორ დარბაზში, ფერმასა და ჯუნგლებში. ფერმაში თქვენ შეხვდებით: სირაქლემებს, კურდღლებს, წიწილებს, თხებს და ა.შ. ჯუნგლებში კი გაეცნობით იაგუანას, მორიელს, გველს, კუს და ა.შ. აქ სუფევს ჯუნგლების ატმოსფერო. ბილეთების ონლაინ ყიდვა კი შემდეგ ლინკზეა შესაძლებელი.

ცხელ ზაფხულში როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებაა ინტელექტუალური თამაშები. თბილისში ”ბინა 33” ყოველ დღე 12.00-00.00 საათებში მსურველებს ოთახიდან დაღწევის შანსს სთავაზობენ. რეალური ოთახიდან დაღწევა-ეს არის ინტელექტუალური ჯგუფური თამაში ნამდვილ სივრცეში, რომელშიც მოთამაშეებს გარკვეული დროით კეტავენ. მათ თავის დაღწევა აზროვნების და გამჭრიახობის გამოყენიბით უნდა შეძლონ.. ბილეთები შეიძინეთ აქ.

დიდი მეცნიერება პატარა ექსპერიმეტებიდან იწყება. ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში ნუ დაიზარებთ და ეწვიეთ ”ექსპერიმენტორიუმს” - სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს. ”ექსპერიმენტორიუმი” მეცნიერებასა და მუზეუმზე თავიდან ბოლომდე ცვლის წარმოდგენას, რამდენადაც სტუმრებს ექსპონატებთან შეხება და მათი გამოცდა შეუძლიათ. მუზეუმში ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის დაახლოებით 80-მდე ექსპონატია წარმოდგენილი. მათ შორის თავს იგრძნობთ ნამდვილ მეცნიერად - ვინ იცის, შესაძლოა, ხვალ თქვენ აღმოაჩინოთ ახალი კანონი! გაზომეთ თქვენი ყვირილის ძალა, დაჯექით ლურსმნებიან სკამზე, აწიეთ მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირეთ ელვა, დახატეთ ქვიშაზე და დასაკრავი ინსტრუმენტების საშუალებით იგრძენით თავი როკ-ვარსკვლავად. ბილეთები შეიძინეთ აქ.

ზაფხული განსაკუთრებით ზღვასა და რუჯთან ასოცირდება. მათთვის, ვინც ზღვაზე წასვლას ვერ ახერხებს, თბილისშიც არსებობს რამდენიმე მაღალი დონის აუზი, სადაც სასიამოვნოდ დაისვენებთ და რუჯსაც მიიღებთ. ერთ-ერთია ”ვაკის საცურაო აუზი”. კომპლექსი სრულ მომსახურებას გთავაზობთ. მათ შორისაა ოლიმპიური ზომის აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, ფინური საუნა, ორთქლის ოთახი, ჯაკუზი, გასარუჯი ვერანდა და პირსახოცები. აუზის ერთდღიანი აბონიმენტის ყიდვა შესაძლებელია აქ.

მათთვის კი, ვინც მხოლოდ ცურვასა და რუჯს არ სჯერდება და ატრაქციონებზე გართობაც სურს, ”ევროპარკი” საუკეთეო ადგილია. აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის აუზები და წყლის ატრაქციონები. ყველა მომხარებელი უზრუნველყოფილია ქოლგით, შეზლონგით. დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ გამოცდილი მაშველ-ინსტრუქტორები. ტერიტორიაზე მოქმედებს მედდის კაბინეტი დამსვენებლებისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით. აკვაპარკის ტერიტორიაზე სიახლეს წარმოადგენს საცურაო აუზის VIP Zone-ის გახსნა, რომელიც დამსვენებელს ყოველდღიურად სთავაზობს გასართობ პროგრამებს, მუსიკალურ შოუებს. დამსვენებელთა განწყობაზე ზრუნავენ ანიმატორები. VIP Zone-ში მოსული დამსვენებელი სრულიად იზოლირებულია აკვაპარკის დანარჩენი ვიზიტორებისაგან. ამავე ზონაში ფუნქციონირებს ბარი, რომელიც დამსვენებელებს სთავაზობს მრავალფეროვან გამაგრილებელ სასმელებს და კოქტეილებს. ”ევროპარკის” ერთჯერადი ელექტრონული ბილეთის შეძენა შესაძლებელია აქ.

sponsored by

ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი