"ვანოს ორი კვირის წინ ქალიშვილი შეეძინა" - ვინ იყვნენ სამხედროები, რომლებიც აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

"ვანოს ორი კვირის წინ ქალიშვილი შეეძინა" - ვინ იყვნენ სამხედროები, რომლებიც აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

თბილისში 13 აგვისტოს მომხდარი ავარიის შედეგად ორი სამხედრო გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო. ავარიის შემდეგ განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ:

"გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, გარდაცვლილი სამხედროები 29 წლის ვანო ბლიაძე და 22 წლის შოთა ლაშაური იყვნენ. ბლიაძეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

Ambebi.ge გარდაცვლილების მეგობარს ლაშა გელაშვილს ესაუბრა:

- ივანე ბლიაძე და შოთა ლაშაური ჩემი მეგობრები იყვნენ. უწესიერესი და პატიოსანი ბიჭები გახლდნენ. შოთა ლაშაური ჩემი უბნელი იყო, მაგრამ ისეთი წესიერი ადამიანი გახლდათ, უბანში არასოდეს მინახავს. ის 22 წლის გახლდათ, ერთი წლის წინ, მოვიდა შეიარაღებულ ძალებში, ჩვენს ბატალიონში 5 თვის წინ გადმოვიდა. რაც შეეხება ივანე ბლიაძეს, ის 29 წლის გახლდათ და მეორედ იყო საკონტრაქტო სამსახურში. ჩვენთან 7 თვის წინ გადმოვიდა. წარმოშობით კახეთიდან გახლდათ და იქედან დადიოდა, ორი კვირის წინ პატარა ქალიშვილი შეეძინა.

- რა ინფორმაცია გაქვთ, რამ გამოიწვია ავარია?

- ვერ გეტყვით, მე ხომ იქ არ ვყოფილვარ? დილის 10:00 საათზე ისინი მოიხსნენ განაწესიდან და ზუსტად 20 წუთში ავარია მოუვიდათ. მიდიოდნენ გზაზე, თუ არ ვცდები, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც ორი კარგი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი