როგორ გამოიყურება სოფო ხალვაშის ოცნების სახლი ბათუმში

როგორ გამოიყურება სოფო ხალვაშის ოცნების სახლი ბათუმში

ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში წლებია ბათუმში საქმიანობს. სოფომ ბათუმში ბინა შეიძინა, სადაც სულ ახლახან გადავიდა საცხოვრებლად. მომღერალი რემონტის საკითხში აქტიურად იყო ჩართული და ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოაწყო. რემონტის დასრულების შემდეგ მან "შინს" უმასპინძლა.

- სახლი ჩემთვის არის ყველაფერი, ცოცხალი ორგანიზმი. ჩემი გრაფიკი ცოტა უცნაურად არის გადანაწილებული. ხან დიდი დროს ვატარებ სახლში, ხან პირიქით, ისე მიყვება საქმე ერთმანეთს, რომ მენატრება სახლი. ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ზომიერად იყოს გადანაწილებული და ნორმალურ ადამიანად ვიგრძნო თავი. ძალიან მიყვარს, როცა სახლში ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ დროს. სასიამოვნოა ოჯახურ გარემოში დასვენება, განტვირთვა. ჩემი მეგობრებიც ხშირად გვსტუმრობენ და ეს ძალიან მახარებს.

- სულ ახლახან გაარემონტეთ სახლი. როგორ მოაწყვეთ და რა სტილს მიანიჭეთ უპირატესობა რემონტის დროს?

- დიახ, ეხლა შევიძინეთ სახლი და გამოვედით ბათუმში. დიზაინის საკითხში დამეხმარა ძალიან კარგი ადამიანი და არქიტექტორ-დიზაინერი თათა სვანაძე. ერთობლივი ძალებით ინტერიერი ისე შევქმენით, რომ მეც ძალიან კმაყოფილი ვარ და თათაც. სახლს ულამაზესი ხედები აქვს, რაც ყველაზე ძალიან მომწონს. სულ ახლახან გადმოვედით და ჯერ შეგუების მომენტი გვაქვს მეც, მიშიკოსაც და ბავშვებსაც.

- რაც შეეხება უშუალოდ რემონტის საკითხს, რამდენად აქტიურად იყავით ჩართული ამ პროცესში?

- ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული არა მარტო დიზაინის, არამედ რემონტის საკითხშიც. ყველაფერი, რაც რემონტისთვის არის საჭირო, ჩემი ხელით მაქვს ნაყიდი. ყველა დეტალმა ჩემს ხელში გაიარა. სწორედ ამიტომ არის ეს სახლი ასე ძვირფასი ჩემთვის... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი