ქუთაისის საკრებულო დეპუტატ ლაშა გვენეტაძისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. საკითხი უახლოეს სხდომაზე განიხილება.
ლაშა გვენატაძეს მაისში სასამართლომ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ლაშას ძმა შოთა გვენეტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათ მეგობარს შიო ჯანელიძეს კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემ, მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქეს მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით აღიძრა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.