კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:40 / 16-08-2017
როგორ ცხოვრობენ სამეგრელოში პრინცი და პრინცესა - გაიცანით დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლები
ოდესღაც სამეგრელოს მთავრის - დავით დადიანის ქალიშვილი ნაპოლეონ ბონაპარტის დის შვილიშვილზე დაქორწინდა. სალომე დადიანი და აშილ მიურატი ერთ ხანს პარიზში ცხოვრობდნენ, მაგრამ საფრანგეთში მონარქიის გაუქმების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ და კარგა ხანს ცხოვრობდნენ აქ. პრინცი საქართველოში გარდაიცვალა და სოფელ ჭკადუაშში დაკრძალეს, სადაც დადიანების ერთ-ერთი მამული მდებარეობდა. სალომე კი, სამ შვილთან - ლუსიენთან, ნაპოლეონთან და ანტუანეტ მიურატებთან ერთად საცხოვრებლად კვლავ პარიზს დაუბრუნდა...

მას მერე მიურატების საქართველოში სტუმრობის შესახებ ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდებოდა, ისინი ჭკადუაშისეული მამულის - სამონადირეო რეზიდენციის დაბრუნებას ითხოვდნენ... მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ლუსიენ მიურატის ერთადერთი
ვაჟის - სანახევროდ საქართველოში გაზრდილი აშილ მიურატის შვილიშვილი, პრინცი ალანი და მისი მეუღლე პრინცესა ვერონიკა უკვე მუდმივად ცხოვრობენ ჭკადუაშისეულ მამულში. საქართველოში ცხოვრობს და ქართველზეა გათხოვილი მათი ქალიშვილი მატილდა, რომელიც ხშირად სტუმრობს მშობლებს სამეგრელოში.

ჟურნალი "შინ" არისტოკრატ წყვილს ჭკადუაშში ესტუმრა.

პრინცი და პრინცესა ძალიან სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ. აღმოჩნდა, რომ სასახლეში ძალიან ბევრი რამ პრინცესა ვერონიკას თავისი ხელით გაუკეთებია. "ფაქტობრივად, გავერანებული იყო აქაურობა. დედამ ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. ქსოვილის შპალერიც თავად გააკრა ფრანგული სტილით და სამზარეულოს კაფელიც. საერთოდაც, შინ რასაც ახალს ნახავთ, სულ დედას ნამუშევარია " - ამბობს მატილდა. იხილეთ ფოტოები და გაგრძელება

10:04 / 19-08-2017
kostaia.....XMALI
1
ესენი და მეფე ბაგრატიონ მუხრანსკი უნდა შეარკინო....მსაჯად,დიდი რაინდი დავუნიშნოთ....ვინც გაიმარჯვებს დადიანების სასახლეც მისი იქნება,და მთლიანად საქართველოც....შერკინება გადმოიცემა საქართველოს ტელევიზიით,ლაივში....
16:01 / 17-08-2017
xox
0
ესენი გვაკლდენ კიდევ ? თავი დაგვანებეთ რა .
მსგავსი სიახლეები
ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა იმერეთის რეგიონი
ქუთაისში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი
დღეს სამეგრელოში "ქართულ ოცნებას" თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობა აკონტროლებს!
+VIDEO| "ბევრი გიჟად მთვლიდა და ახლა წლების შემდეგ, ისევ დაუბრუნდნენ ლაზიკის პროექტს"
კვირიკაშვილი სოფელ რუხში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა დაათვალიერა
ტრაგედიამდე თვე-ნახევრით ადრე, პაატა ჩუბინიძის უმცროსი ძმის სახლი დაუდგენელმა პირებმა დაცხრილეს
ცნობილია, რომ ისინი ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ
ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 6 900 აბონენტია დარჩენილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:18 / 23-11-2017  Image რა ქონებას ფლობს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო მუჯირი
რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
14:44 / 23-11-2017  Image "ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში მისი შვილები მაძლიერებენ..." - რას წერს დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე
დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე თამუნა ხელაია ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49