"ომი აღარ გვინდა! შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ" - კორეელების საოცარი თავგადასავალი საქართველოში

"ომი აღარ გვინდა! შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ" - კორეელების საოცარი თავგადასავალი საქართველოში

სოციალურ ქსელში შემთხვევით კორეელი მეგობრის ფოტოს წავაწყდი წარწერით: "მე ვარ ქართველი და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული". ეს ფრაზა ბევრი ქართველის ფოტოებზე გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ომის თარიღის აღსანიშნავად, თუმცა უცხო ეროვნების ადამიანის თანაგრძნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა.

დევიდ ჩა ჰო პარკს სწორედ მისი ფოტოს გამო დავუკავშირდით, შეხვედრა დავთქვით და ასე მოვისმინე მისი საოცარი თავგადასავალი საქართველოში.

დაკარგული 8 მილიონი და თავიდან დაწყებული ცხოვრება

- წარმოშობით კორეელი ვარ და ჩემი სამშობლო კორეაა, მაგრამ საქართველო ჩემთვის მეორე სამშობლო და მეორე სახლია, რომელიც ძალიან მიყვარს. თავს ქართველად მივიჩნევ. 2008 წელს ომის დროსაც აქ ვიყავი. ვგმობ რუსეთის მხრიდან ძალადობას და მინდა, ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ.

ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ამბავი ერთ ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. 2007 წლის ჩათვლით სამხრეთ კორეაში დეველოპერად სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, ვიყავი ძალიან მდიდარი, დიდ ქონებას ვფლობდი. სამხრეთ კორეაში არსებულმა ერთ-ერთმა ბანკმა შემომთავაზა თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მეყიდა მიწის ნაკვეთი, სამომავლოდ ბიზნესის აქ წამოწყების მიზნით. ამ წინადადებამ დამაინტერესა და თბილისში ჩამოვედი. სამწუხაროდ, თაღლითობის მსხვერპლი აღმოვჩნდი. 2008 წელს საქართველოში განვახორციელე 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია, თუმცა ძალიან მალე გავიგე, რომ არც ტერიტორია მქონდა, რომელშიც მილიონები გადავიხადე და აღარც კუთვნილი მილიონები.

2010 წელს მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს. დამპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, შევხვდი დავით საყვარელიძეს (იმჟამად გენერალური პროკურორის მოადგილე - ავტ.) და პრეზიდენტ სააკაშვილამდეც მივიდა საქმე, ყველა მპირდებოდა, რომ კუთვნილ თანხას დამიბრუნებდა, მაგრამ...

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისევ გამიჩნდა იმედი დამებრუნებინა ქონება, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილს სამჯერ შევხვდი, პროკურატურაშიც ვიყავი, დაიწყეს საქმის ხელახალი გამოძიება, მაგრამ არანაირი შედეგი... 8 მილიონი დავკარგე და ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში სამხრეთ კორეაში არსებული ბიზნესის საქმეც უკან წავიდა. იყო პერიოდი, როდესაც სიკვდილი მინდოდა, ჩემი შვილები პატარები იყვნენ მაშინ და ამის უფლება არ მქონდა. უკან სამხრეთ კორეაში დაბრუნება გამოვრიცხე, რადგან ჩემი კუთვნილი ფინანსური აქტივების გარდა ბანკიდან სესხი ავიღე, რომ საქართველოში ინვესტიცია განმეხორციელებინა, შესაბამისად, კორეულ ბანკთან პრობლემები შემექმნა, რაც გულისხმობდა იმას, რომ მე ჩემს ქვეყანაში ახალ საქმეს ვეღარ დავიწყებდი. აღარ მქონდა სახლი, არც სახსრები და ვეღარც შვილები დამყავდა სკოლაში, მაშინ დავიწყე ფიქრი რა შეიძლებდა საქართველოში გამეკეთებინა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი