დაკარგული ლევან მამაგეიშვილი, რომელიც სავარაუდოდ, 23 ათასი დოლარით გაუჩინარდა, ურეკში იპოვეს

დაკარგული ლევან მამაგეიშვილი, რომელიც სავარაუდოდ, 23 ათასი დოლარით გაუჩინარდა, ურეკში იპოვეს

22 წლის ლევან მამაგეიშვილი, რომელიც სავარაუდოდ, 23 ათასი დოლარით გაუჩინარდა, პოლიციამ ურეკში იპოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, 1995 წელს დაბადებული ლ. მ.-ს დიდუბის ავტოსადგურ "ოკრიბადან" გაუჩინარების ფაქტის შესახებ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქე ლ.მ.-ს ადგილსამყოფელი დაადგინეს. გაირკვა, რომ იგი სოფელ გრიგოლეთიდან დაბა ურეკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამ მომენტისათვის ლ.მ. თავს კარგად გრძნობს. მის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივ ქცევას ან თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, როდესაც პოლიციამ ლევან მამაგეიშვილი იპოვა, მას თან არანაირი თანხა არ ჰქონდა.

ოჯახის წევრები მამაგეიშვილს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი ინფორმაციით, 22 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა თბილისში დასთან ერთად, მანქანის საყიდლად ჩამოვიდა და მათ თან 23 ათასი დოლარი ჰქონდათ. როგორც ოჯახის წევრები ამბობდნენ, ახალგაზრდას კვალი ორთაჭალიდან, ე.წ. ოკრიბას სადგურიდან დაიკარგა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი