გორისციხეზე ხანძარი გაჩნდა

გორისციხეზე ხანძარი გაჩნდა

გორისციხეზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ცოტა ხნის წინ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდგომ კი გორისციხის ტერიტორია თითქმის მთლიანად მოიცვა. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც არიან გამოსულები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი. კახა სამხარაძის განცხადებით, ხანძარი დიდ ფართობზე უკვე ლოკალიზებულია, რჩება მხოლოდ მცირე კერა, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია მხოლოდ ბალახი და რაიმე მატერიალურ ზარალზე საუბარი არ არის.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები გორისციხის ხანძრიდან, სადაც ცეცხლის ჩაქრობას მოქალაქეები ხის ტოტებით ცდილობდნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი