რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა

რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეთა თქმით, კარვის გაშლის უფლება კანონის ფარგლებში აქვთ. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებას ახორციელებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი, აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაზეც რეაგირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ.

რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ. გარდა პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისა, აქციას ასევე შეუერთდა სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი