"არის მიზეზი, რომელიც ფასს 10-15%-ით აგდებს" - რა განსაზღვრავს ბინის ღირებულებას საქართველოში?

"არის მიზეზი, რომელიც ფასს 10-15%-ით აგდებს" - რა განსაზღვრავს ბინის ღირებულებას საქართველოში?

რა განსაზღვრავს საქართველოში ბინის ფასს? - ამ შეკითხვაზე მაკლერები და ამ ბიზნესის წარმომადგენლები დაუფიქრებლად პასუხობენ - პირველ რიგში, მისი ადგილმდებარეობა.

თუმცა არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც გასაყიდი ბინის ფასზე მოქმედებს. როგორც უძრავი ქონების სააგენტო "თბილისი მაკლერის" ხელმძღვანელმა - ანდრია ბრელიძემ გვითხრა, ბინის მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კომფორტსაც ბევრი კლიენტი აქცევს ყურადღებას. თუ ბინა კეთილმოწყობილია, მისი ფასიც მატულობს.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მდგომარეობაშია ბინა. საერთოდ, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები უფრო ძვირი ღირს, თუმცა არის ხალხი, ვისაც ძველი ბინებიც მოსწონს. დიდ ყურადღებას აქცევენ რემონტს, თუმცა, ზოგს ურჩევნია თეთრი, ან სულაც შავი კარკასი შეიძინოს და ყველაფერი თავისი გემოვნებით მოაწყოს. რა თქმა უნდა, კეთილმოწყობილი ბინები უფრო ძვირია, მაგრამ გააჩნია რემონტის ღირებულებასაც. მაგალითად: კაფელ-მეტლახი შეიძლება 15 ლარიც ღირდეს და 80 ლარიც. ძვირად ღირებული რემონტი თავისთავად აძვირებს ბინას. ვიღაცას შეიძლება ჩვეულებრივი აბაზანა ერჩივნოს, ვიღაცას - ჯაკუზი და ამის გამო უძრავ ქონებაში უფრო დიდი თანხა გადაიხადოს. გააჩნია მყიდველის გემოვნებას, სურვილს და მატერიალურ შესაძლებლობებს. იგივე ვრცელდება კერძო სახლებზეც: ამ შემთხვევაშიც ფასს ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, გააჩნია სად არის ეს სახლი: ვაკეში სხვა ფასი ღირს, გლდანში - სულ სხვა და ვარკეთილში - სხვა. ამის შემდეგ კლიენტი კითხულობს რა მდგომარეობაშია სახლი, დიდი ეზო აქვს თუ პატარა და რამდენად კეთილმოწყობილია ის. ზოგი კომფორტს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და ავარიულ სახლსაც კი ყიდულობს, რადგან ის ქალაქის ცენტრში, კარგ ადგილას მდებარეობს, მერე კი, ცდილობს თავისი შენაძენი შემოსავლის წყაროდ აქციოს და გააქირაოს", - ამბობს ანდრია ბრელიძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი