გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურმა ჩვენი ოფისიდან ამოიღო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის კონტრაქტები

გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურმა ჩვენი ოფისიდან ამოიღო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის კონტრაქტები

„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის, გიორგი სიგუას ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მისი ოფისიდან ყველა სახის დოკუმენტაცია წაიღო, მათ შორის კონტრაქტები.

როგორც სიგუამ განმარტა, მას დასამალი არაფერი აქვს. ყველაფერი გამჭვირვალედ, საბანკო გადარიცხვებით გაკეთდა.

სიგუას თქმით, მის კომპანიას ახლა რომ მოუნდეს გარკვეული დავის წარმოება, ფიზიკურად ვერ აწარმოებს, ვინაიდან ყველა სახის დოკუმენტაცია და კონტრაქტები საგამოძიებო სამსახურშია.

”ჩვენ თვითონ არაფერი დაგვრჩა. ერთი ცალი კონტრაქტიც კი. ახლა რომ გვინდოდეს ვიღაცასთან დავა, რომ ფული არ გადაგვიხადეს, ამ დავას ვერ დავიწყებთ, ვინაიდან ყველა დოკუმენტაცია არის აქ. ამიტომაც მოვედი საგამოძიებო უწყებაში, რომ გავარკვიო, რა ხდება”, - აღნიშნა სიგუამ.

ამ წუთებში „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი