საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების თითქმის ნახევარი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა

საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების თითქმის ნახევარი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა

რეგიონებში ხალხი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთო მიკროავტობუსებით გადაადგილდება.

ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სატვირთო ტრანსპორტის შედარებით დაბალი ფასია, რის ხარჯზეც მგზავრების უსაფრთხოება აშკარად დაუცველია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმის გამო, რომ ალტერნატიული ტრანსპორტის მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს, მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მეტად სწორედ მიკროავტობუსებით გადაადგილდება.

ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა ქვეყანაში არის საშიში და რისკი თითოეული მგზავრისთვის ძალიან დიდია.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვნელი დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით უმეტესად ამორტიზებული მიკროავტობუსებით ხდება, რაც ყოველდღიურად ასობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.

"ყოველთვის ფასზე კეთდება აქცენტი და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ტრანსპორტის უმეტესობა გაუმართავია. ჯერ უნდა ვთქვათ, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია მიკროავტობუსი და შემდეგ ვისაუბროთ ფასებზე. ტრანსპორტის ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით განუკითხაობაა. დედაქალაქში ეს სისტემა მსუბუქ კონტროლს მაინც ექვემდებარება, ხოლო საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქვეყანაში არის საშიში. არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხს აგებს დედაქალაქიდან რეგიონში მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ან პირიქით. ხშირად ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ამორტიზებული და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველას აქვს მოხსნილი. მძღოლები, ერთი შეხედვით, გადიან სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. დაღლილი მძღოლი საჭესთან რისკია. ზოგჯერ 3-4 რეისს ასრულებენ დღეში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი