"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი

"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაჩო და დათა ახალაიების დედის გარდაცვალების ფაქტს "ფეისბუქზე" ეხმაურება. როგორც სააკაშვილი წერს, ბაჩო ახალაიამ უარი თქვა, შეთავაზებაზე, რომ დედის გასვენებაში ბადრაგის თანხლებით მისულიყო.

"ბაჩო ახალაიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას რეჟიმის შემოთავაზებაზე, სპეცრაზმის ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში. მას მართლა გამორჩეული დედა ჰყავდა, რომელსაც 20 წელზე მეტი ვიცნობ და დიდ პატივს ვცემდი. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ბაჩო უნდა იჯდეს, ვერ დაგისახელებთ იმ მუხლს, რომლითაც ის არის გასამართლებული. მას მისჯილი აქვს კანონიერი ქურდების ჩვენების საფუძველზე და განაჩენში წერია, რომ მან "სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული". ეს არის ჭორვილური სამართალი, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში" - წერს სააკაშვილი.

ახალაიების დედა ნანი გაბედავა გუშინ გარდაიცვალა. იგი 60 წლის იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი