ისნის ბაზრობის დაზარალებული - ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული, რკინაც კი დამდნარია

ისნის ბაზრობის დაზარალებული - ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული, რკინაც კი დამდნარია

ისანში, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ტერიტორიაზე შევიდნენ და დამწვარი კომერციული ობიექტები დაათვალიერეს. ისინი ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ.

"დაახლოებით 38-მდე დამწვარი მაღაზია დავითვალეთ. არაფერია გადარჩენილი, მიწასთანაა ყველაფერი გასწორებული, რკინაც კი დამდნარია", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ანრი გიაშვილმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და კიდევ რამდენიმე დღე გასტანს.

"გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან, რათა აღრიცხვაში დავეხმაროთ. ასევე გვითხრეს, რომ წარვადგინოთ თუ რამე დოკუმენტაცია გვაქვს მანქანის ნაწილების შემოტანის, რათა აღრიცხვა მოხდესო", - განაცხდა ანრი გიაშვილმა.

ტერიტორიაზე შესვლამდე დაზარალებულებსა და ბაზრობის მფლობელი კომპანიის "ტრანსსერვისის" დირექტორს, ბექა მახარაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი