ისნის ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ

ისნის ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ

ისნის მეორადი ავტონაწილების ავტობაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ. დამწვარი ტერიტორია მათ სპეციალური ღობით აქვთ შემოსაზღვრული და დაზარალებულები ამ დროისთვის შიგნით შესავლას ვერ ახერხებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაზარალებულებმა განუცხადეს, განადგურებულია თითქმის ყველაფერი. ”დამწვარია ყველაფერი. შიგნით შესვლას აზრიც კი არ აქვს. პირველ რიგში ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ ადმინისტრაციისგან. შემდეგ კი სახელმწიფოსგან, თუკი რამით დაგვეხმარება”, - აცხადებენ დაზარალებულები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი