"სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს"

"სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს"

სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს სულ მცირე 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს და ეს კლება უმეტესად ზუგდიდის მოსახლეობის ჯიბეზე აისახება, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ "ევროპულმა საქართველომ" გამართა ბრიფინგი და გვქონდა მოთხოვნა, რომ ხელისუფლებას აღერიცხა აზიური მავნებელი ხოჭოსგან მიყენებული ზიანი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ზუგდიდში დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და 3000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ დაზარალებული მოსახლეობისგან. თუმცა ხელისუფლებისგან არ გადადგმულა არანაირი ქმედითი ნაბიჯი და მოსახლეობას არ აქვს არანაირი პასუხი, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. ერთადერთი, რაც მოსახლეობამ ტელევიზორით მოისმინა, არის ანგარიში გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომელიც რეალურად არ აღმოჩნდა ეფექტური და დროული. არავინ იცის რა სახელმწიფო სახსრები გაიფლანგა ამ მიმართულებით და ვინ უნდა აგოს პასუხი. ერთადერთი, დღეისთვის ვინც არის დასჯილი, არის ისევ და ისევ მოსახლეობა, რომელიც ფაქტობრივად ლუკმაპურის გარეშე რჩება", - განაცხადა ქებურიამ.

მისივე თქმით, თხილი სამეგრელოს მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია და საქსტატის მონაცემებით, მისი ექსპორტი შემცირდა.

"2014 წელს იყო 180 მილიონი დოლარი, 2015 წელს - 173 მილიონი, 2016 წელს - 173 მილიონი დოლარი, 2017 წელს კი - 29 მილიონი. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ხოჭო ანადგურებს სიმინდის მოსავალს და თუ ხელისუფლებამ უახლოეს ერთ კვირაში ვერ შეძლო სიმინდის ნარგავების შეწამვლა, ზუგდიდელებს ფაქტობრივად ზამთარში შიმშილი ემუქრებათ", - დასძინა ლელა ქებურიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი