უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში - 40 მეტრის სიღრმეზე ულამაზეს კარსტულ ჭას მიაგნეს

უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში - 40 მეტრის სიღრმეზე ულამაზეს კარსტულ ჭას მიაგნეს

ახლახან ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში სპელეოტურიზმის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი მანდაეთის მღვიმის აღმომჩენმა სპელეოლოგმა გია ციცვიძემ და მისმა კოლეგამ - ლადო მუმლაძემ კიდევ ერთ, გასაოცარი სილამაზის კარსტულ სიცარიელეს მიაკვლიეს.

საექსპედიციო ჯგუფმა მოსახლეობისგან შეიტყო, რომ სოფელ სვერში, კოტიას კლდის მღვიმის სამხრეთით, 400 მეტრის მოშორებით, იყო კლდე, საიდანაც წყლის ხმა მოისმოდა და, აგრეთვე, იყო ღრმა ჩასასვლელი. მოსახლეობა ამ ადგილს "დათას ჭას" უწოდებდა და, თურმე, ნაგავს ჰყრიდა შიგ. ამბობენ, საქონელიც ბევრჯერ ჩავარდნილა ამ "ჭაშიო". ახალგაზრდა სპელეოლოგებს ადრეც უცდიათ მასში ჩასვლა, მაგრამ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად თავად დავლაშქრე ჩემი მშობლიური ჭიათურის მღვიმეები და, მახსოვს, ამ მხარეში სპელეოტურიზმის განვითარებაზეც ბევრი ვისაუბრეთ. სწორედ მაშინ დავპირდით გია ციცვიძესა და ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ კუთხის პოპულარიზაციისთვის ყველანი გავირჯებოდით. მას შემდეგ დააფუძნა ჩვენი მოგზაურობების მოთავემ, თამთა ჭანტურიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "ხვალინდელი დღე", რომლის პროექტითაც სპელეოლოგებმა ჭაში ჩაღწევა მოახერხეს.

აღმოჩენაზე სასაუბროდ პროექტის ხელმძღვანელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილს დავუკავშირდით:

- ბიჭებმა გაზომეს კარსტული ჭა და 40 მეტრის სიღრმის აღმოჩნდა. ასეთ სიღრმეზე მართლაც ვერ ჩავიდოდნენ საგანგებო აღჭურვილობის გარეშე. ასე რომ, ჩვენი პროექტი - "სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს რომ არ დაეფინანსებია და ამით ეს აღჭურვილობა არ შეგვეძინა, ულამაზესი "დათას ჭა" ნაგავსაყრელად კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა.

განაგრძეთ კითხვა

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

„16 500 ლარი ფასდაკლება Mazda-ს ავტომობილებზე“- მაზდა ცენტრი „თეგეტაში“ დიდი ფასდაკლება დაიწყო