უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი და გაზი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი და გაზი გაითიშება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, 22 აგვისტოს, 04:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: სანზონის რაიონში - ფეიქრების ქუჩა №8, №14, №14ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ფეიქრების ქუჩაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს;

დიღმის რაიონში - დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, აღმაშენებლის ხეივნის 12-ე კილომეტრის, დიღმის დასახლების, აგრალური უნივერსიტეტის დასახლების, დიღომო-7, დიღომი-8, გრიგოლ ფერაძის, ბელიაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას, გიორგი ტერევენკოს, ესმა ონიანის, ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს;

დიდ დიღომში - როსტევან მეფის, დავარის, ვეფხვისტყაოსნის, სტრაბონის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის, დავარის, უსენის, ფატმანის, ტარიელის, ნიკო ბურის, რამაზის, ნესტან დარეჯანის, ბარონ დე ბაის, იაკობ რაინეგსის, კრისტიან სტივენსის, არქანჯელო ლამბერტის, მურადინ ფრიდონის, მაქს ტილკეს, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარედ არსებული ქუჩების მოსახლეობას, ასევე სოფელ დიღომის, ზურგოვანის დასახლების და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება შპს "დიდი დიღმის" აბონენტებს.

გაზის მიწოდება აღდგება ხვალ, 22 აგვისტოს, 11:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონის ნაწილსაც. "გაზმომარაგება დროებით შეუწყდება სამგორის რაიონში ვარკეთილის ზემო პლატოს №39, №40, №41, №42, №43, №43ა, №43ბ, №51, №51ა, №51ბ, III მასივის "დ" ქუჩაზე მდებარე №1, №2, №3, №4, №5, №8 და კალოუბნის ქუჩა №32ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აღნიშნულია გაზის კომპანიის ინფორმაციაში.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, საბურთალოს, ისნის, ნაძალადევის, დიდუბის და ვაკის რაიონების ნაწილს დროებით შეეზღუდება ელექტრომომარაგებაც, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს.

"საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაინის I, III კვარტლების და პიკასოს ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვრის დასახლების, ემხვარის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკისა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გუდამაყრის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს; 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის, ჯანაშვილის, კეკელიძის, შროშის, ქობულეთის, ქუთათელაძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აღნიშნულია "თელასის" ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი