გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩაერთვება

გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩაერთვება

პრემიერი დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის შეხვედრას მართავს. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ბორჯომის გამგებელი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ესწრებიან.

შეხვედრაზე ხანძრის სალიკვიდაციო გეგმას განიხილავენ, ვითარებას შეაჯამებენ და სამოქმედო გეგმას დასახავენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ცეცხლის ყველა კერაზე გაგზავნილნი არიან მეხანძრე-მაშველები.

"ყველა კერაზე, რომელზეც შემოსულია ინფორმაცია, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. აქ რაც შეეხება, ყველაზე დიდი კერა სადაც არის, საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან. ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია. დილიდან მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვიერთდბა დამატებითი ტექნიკა. უკვე თანხმობა მიღებული გვაქვს თურქეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანის მხრიდანაც და ჩვენ ამ სტიქიას გავუმკლავდებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის გამო სოფელ დაბის მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის.

"ჯერ-ჯერობით საჭიროება არ არის ევაკუაციის. ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ სტიქიას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასაცავად.

"ყველა კერაზე, რომელზეც შემოსულია ინფორმაციები, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია. დილიდან შემოგვიერთდება დამატებითი ტექნიკა მეზობელი ქვეყნებიდან. თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს დამატებით ტექნიკაზე თურქეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანისგანაც. საუბარი შედგა თურქეთის მთავრობასთან. თურქეთის ტყეების სამინისტროსთან იყო შესაბამისი საუბარი. გათენებისთანავე განახლდება მუშაობა და ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ სტიქიას. პანიკა არც ერთ სიტუაციაში არ ვარგა. რაც უფრო ჩქარა შემოგვიერთდება, მით უფრო მალე შევძლებთ. ჯერ-ჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის", - განაცხადა პრემიერმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი