სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი - ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს

სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი - ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების შესაძლებლობა არ არსებობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გვაზავამ განუცხადა, ადგილზე პრევენციისთვის მობილიზებულია ცოცხალი ძალა, რათა ცეცხლის მოსახლეობაზე და ტყეზე გავრცელება არ მოხდეს.

”ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ადგილზე პრევენციისთვის მობილიზებულია ცოცხალი ძალა. შექმნილია შტაბი, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ფართობმა რა თქმა უნდა გარკვეულწილად მოიმატა. დილით 06:00 საათიდან დავიწყებთ საავიაციო და მძიმე ტექნიკით ჩაქრობას”, - განაცხადა გვაზავა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია რა მოცულობის ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი