პრემიერი - დილით დაზუსტდება იმ ტექნიკის რაოდენობა, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეზობელი ქვეყნებიდან ჩაერთვება

პრემიერი - დილით დაზუსტდება იმ ტექნიკის რაოდენობა, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეზობელი ქვეყნებიდან ჩაერთვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დილით დაზუსტდება იმ ტექნიკის რაოდენობა, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან ჩაერთვება ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს წაღვერში განუცხადა, სადაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.

„დილით დაზუსტდება მთლიანი ტექნიკის რაოდენობა. მთელი ღამის განმავლობაში კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მეზობლებთან და მაქსიმალური დახმარება იქნება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ კომენტარის შემდეგ პრემიერ-მინისტრი საგანგებო შტაბის სხდომაზე დაბრუნდა.

საგანგებო შტაბის სხდომის დაწყებამდე კი პრემიერმა აღნიშნა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩაერთვება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი