მოწოდების მიუხედავად, ბორჯომის ხეობაში მოხალისეები მაინც ჩავიდნენ

მოწოდების მიუხედავად, ბორჯომის ხეობაში მოხალისეები მაინც ჩავიდნენ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართულები. მოხალისეთა ჯგუფი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც ხანძრის ნაკლები კერაა.

როგორც ერთ-ერთმა მოხალისე დავით ცაბოშვილმა აღნიშნა, მოხალისეები ბორჯომში დღეს დილით ჩამოვიდნენ.

"მოწოდებების მიუხედავად, რომ მოხალისეები არ ჩამოვსულიყავით, 13 ივნისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მაინც საჭიროა მოხალისეთა მუშაობა. მოხალისე ყოველთვის იპოვის იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულოს. ჩამოვედით და მივეხმარებით ბიჭებს. უსაფრთხოების ზომებია მიღებული და შესაბამისად, კერებთან უფრო მეხანძრეები მუშაობენ, ვიდრე ჩვენ", - განაცხადა დავით ცაბოშვილმა.

როგორც ცნობილია, გუშინ საგანგებო შტაბმა მიმართა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებს და მაშველებს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი