"ცეცხლის, სიმაღლის და მიცვალებულის არ უნდა გეშინოდეს" - რის ფასად რისკავენ მეხანძრეები საკუთარ სიცოცლეს

"ცეცხლის, სიმაღლის და მიცვალებულის არ უნდა გეშინოდეს" - რის ფასად რისკავენ მეხანძრეები საკუთარ სიცოცლეს

თავის დროზე, როცა სახანძრო სამსახურში ვაკანსიის საფუძველზე მიიღეს, სამი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სთხოვდნენ - ცეცხლის, სიმაღლის და მიცვალებულის არ უნდა შეშინებოდა. უკვე ორი წელია, რაც მეხანძრე აღარ არის. სამი წლის მუშაობის შემდეგ ამ პროფესიას თავი საკუთარი ნებით დაანება და ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად.

ყოფილი მეხანძრე, ბექა ბარნაბიშვილი mshoblebi.ge-ს მისი კოლეგების, სამუშაო პირობებისა და პრობლემების შესახებ ესაუბრა.

- ჩემი აზრით, სახანძროში მუშაობის დროს ყველაზე მთავარი ჯგუფში მუშაობის უნარია. სახანძრო

პატარა ოჯახია. ახლა, როცა ჩემი მეგობრები ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ძალ-ღონეს არ იშურებენ, მათზე განსაკუთრებულად ვნერვიულობ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი მეხანძრეები ძალიან დიდ და უაზრო რისკზე მიდიან პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას და კარგი იქნება, თუ საზოგადოება მეტ პატივისცემას გამოიჩენს მათ მიმართ. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სათანადო ტექნიკით არ არიან აღჭურვილნი და ხელფასითაც სათანადოდ არ არიან დაფასებულნი.

- აღჭურვილობის გამო საქმიანობაში პრობლემები ექმნებათ?

- კარგი იქნება, თუ ბიჭებს ინდივიდუალურ რაციას მაინც დაურიგებენ, რომ მუშაობის პროცესში ერთმანეთთან კონტაქტი შეეძლოთ და ვინმეს შველა რომ დასჭირდეს, უპატრონოდ არ მოკვდეს სადმე ხანძარში. გაუგონარი რამაა, როცა ეკიპაჟში რაცია ერთი ცალი აქვს ათმეთაურს და ერთიც - ოცმეთაურს. ამ პრობლემაზე მე პირადადად ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეპიზოდად 13 ივნისის ღამე მახსენდება. მაშინ მაშველი მეხანძრეები ერთმანეთთან კონტაქტს რაციის არქონის გამო ვერ ახერხებდნენ. განგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი