სად გავატაროთ სასიამოვნოდ აგვისტოს ცხელი საღამოები ბათუმში სტუმრობისას?

სად გავატაროთ სასიამოვნოდ აგვისტოს ცხელი საღამოები ბათუმში სტუმრობისას?

ბათუმი შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი პოპულარული კურორტია. საქართველოში კი ის ყველაზე აქტიური ტურისტული ზონაა. კარგი სანაპირო ზოლი, მაღალი დონის სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ლამაზი არქიტექტურა, ღამის გართობა, ქალაქის გარშემო საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ტურისტული მარშრუტები, უამრავი მუსიკალური ფესტივალი და სხვა ანალოგიურ უცხოურ კურორტებთან შედარებით დაბალი ფასები - სწორედ ეს არის უპირატესობები, რომლითაც ბათუმი ტურისტებს იზიდავს. ამბობენ, ვინც ერთხელ ესტუმრება ბათუმს, ის აუცილებლად დაბრუნდებაო. მართლაც, ქალაქში ჩასული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ბათუმში ჩასულ სტუმრებს საღამოს სასიამოვნოდ გატარების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. აქ მრავლადაა როგორც ღამის კლუბები აქტიური გართობის მოყვარულთათვის, ისე მყუდრო კაფეები. ეს უკანასკნელი დიდი პოპულარობით სარგებლობს. რადგან სანაპიროზე გატარებული მზიანი და დამღლელი დღის შემდეგ მშვიდი და სასიამოვნო გარემო სწორედ ისაა, რისკენაც ქალაქის სტუმრების უმეტესობა მიისწრაფის. ტურისტები ასე უკეთესად ახერხებენ ენერგიის აღდგენას და ახალი დღისთვის, ახალი თავგადასვლებისთვის მომზადებას.

ბათუმის კაფეების მრავალფეროვან არჩევანში განსაკუთრებული ადგილი უკავია ”ბიბლუსი გალერეას” კაფეს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის, დროის სასიამოვნოდ და მშვიდად გატარებისთვის. კაფეში მისულ სტუმარს წიგნების გარემოცვა, ლამაზი და დახვეწილი ინტერიერი განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. ეს არის გარემო, რომელშიც განტვირთვის იდეალური საშუალებები იყრის თავს: წიგნები, კოქტეილები, მრავალფეროვანი მენიუ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები: პიცის არაერთი სახეობა, ქათმის უგემრიელესი ვრაპი, იტალიური პასტა, ჯანსაღი სალათები და სხვა. განსაკუთრებული გარემო საშუალებას გაძლევთ ადგილზე მშვიდად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა. შემდეგ კი კაფეში გადაინაცვლოთ, დააგემოვნოთ კერძები და მეგობრებთან ერთად ისაუბროთ წიგნებზე და არა მხოლოდ მათზე.

აგვისტოში ბიბლუსი გალერეას კაფეში ცოცხალი მუსიკაც დაგხვდებათ. 9 სექტემბრის ჩათვლით აქ პარასკევი და შაბათი ცოცხალი მუსიკის დღეებია. ყოველ პარასკევსა და შაბათს 20:00 საათზე ბიბლუსი გალერეა სტუმრებს ცოცხალი მუსიკითა და ცივი კოქტეილების ფართო ასორტიმენტით ელის, რომელსაც კაფე ამ პერიოდში მომხმარებელს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

თუ ბათუმს სტუმრობთ და ჯერ კიდევ ფიქრობთ სად გაატაროთ აგვისტოს საღამოები, დროის სასიამოვნოდ და რაც მთავარია, მისაღებ ფასად გატარება ”ბიბლუსი გალერეას“ კაფეში მემედ აბაშიძის #52-ში შეგიძლიათ. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები კი გარდაუვალია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი