თურქული ვერტმფრენები უკვე ბორჯომშია

თურქული ვერტმფრენები უკვე ბორჯომშია

თურქული ვერტმფრენები უკვე ბორჯომშია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ორი სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან გამოიგზავნა, სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

თურქული ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სავარაუდოდ, უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც დანარჩენი 2 ქართული, 1 კი აზერბაიჯანულია.

ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას დაღამებამდე შეძლებენ. ღამის საათებში ისინი მუშაობას შეწყვეტენ, დილიდან კი ისევ განაახლებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი