ალექსანდრე ჯეჯელავა - ყირიმში ქართველი მოსწავლეების გამგზავრების საკითხი განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული არ იყო

ალექსანდრე ჯეჯელავა - ყირიმში ქართველი მოსწავლეების გამგზავრების საკითხი განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული არ იყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ყირიმში ქართველი მოსწავლეების გამგზავრების საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული არ იყო.

ალექსანდრე ჯეჯელავა უსაფუძვლოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ყირიმში სამინისტრომ გააგზავნა.

"რა თქმა უნდა, სკოლას რომ ეცადა ჩვენთან ინფორმაციის გაზიარება, მაშინვე მიიღებდა პირდაპირ მითითებებს, რომ ასეთ ღონისძიებაში ბავშვების მონაწილეობა არ შეიძლება. ეს არის რუსული ორგანიზაციის დაფინანსებული. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და შეგნებულად არის გაკეთებული სწორედ ყირიმში, რომ რუსულ პოლიტიკურ მიზნებს გაესვას ხაზი. აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, ვინც საქმის კურსში იყო ყველას პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო რეგულარულად ატარებს დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო ინფორმაციულ შეხვედრებს, თუმცა მინისტრის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის საკითხი ისეთია, რომ ნებისმიერ შეგნებულ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ოჯახებს, უნდა ესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბავშვების გაგზავნა აბსოლუტურად დაუშვებელია.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, "როგორც ჩანს, ამ ინფორმაციის გასავრცელებლად მეტი სამუშაოა ჩასატარებელი".

"ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება სკოლის მასწავლებელმა, სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. პირველ რიგში, პრინციპულია, რომ ჩვენ ვგმობთ ყირიმში ოკუპაციას და მიგვაჩნია, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ნებისმიერმა მასწავლებელმა და ნებისმიერმა დირექტორმა ამ მიმართულებით. ჩვენ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მოვიკვლევთ ამ სიტუაციას. მინიმუმ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, მაქსიმუმ - ბოროტ განზრახვასთან. დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი