შს მინისტრი ბორჯომში ხანძრის გაჩენის დივერსიის ვერსიაზე - მე, როგორც პოლიციელი არაფერს გამოვრიცხავ

შს მინისტრი ბორჯომში ხანძრის გაჩენის დივერსიის ვერსიაზე - მე, როგორც პოლიციელი არაფერს გამოვრიცხავ

მე, როგორც პოლიციელი არაფერს გამოვრიცხავ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენის მიზეზებთან მიმართებაში დივერსიის ვერსია.

მღებრიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

„მე, როგორც პოლიციელი არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“, - განმარტა გიორგი მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად ბორჯომის ხეობაში არსებულ სიტუაციას, შს მინისტრის შეფასებით, „დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა“.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი