ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი უერთდება კამპანიას - სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი უერთდება კამპანიას - სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი თიბისი ბანკისა და კომპანია ბორჯომის ინიციატივას გამოეხმაურა და ჩაერთო დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კამპანიაში -აღადგინოს სტიქიური უბედურების შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე.

”ჩვენი კომპანია ყველა სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციას, გუნდსა თუ თითოეულ გულშემატკივარ ადამიანთან ერთად იზიარებს თიბისი ბანკის და კომპანია ბორჯომის გადაწყვეტილებას - ამ მძიმე მომენტში გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია და სრულად აღვადგინოთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორია. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი, რთული და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ არ დავზოგავთ რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე”, - აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები.

აქვე ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი თხოვნით მიმართავს თავის მეგობრებს, პარტნიორებს, თანამოაზრეებს - ”შემოგვიერთდით! ერთად ვიზრუნოთ სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის, ხეობის რეაბილიტაციისთვის, მწვანე და ჯანსაღი გარემოსთვის. საერთო ძალისხმევით, სიყვარულითა და ენერგიით აღვადგინოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და მნიშვნელოვანი ფასეულობა - ბორჯომის ხეობა.”

კამპანია -სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე, გუშინ, 22 აგვისტოს, თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ვიდეომიმართვის შემდეგ დაიწყო და მას უკვე შეურთდნენ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, კომპანიები ”ლისი დეველოპმენტი” და ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია”.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი