რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს

რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს, რომლის ლიკვიდაციასაც მეხანძრე–მაშველები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ხანძრის გამო ხეობაში მობინადრე ცხოველებს, ფრინველებს, ამფიბიებსა და მწერებს ბუდეები გაუნადგურდათ, ზოგიერთი მათგანი კი, გარემოს დაცვის ეროვნული სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარს თავადაც ვერ გადაურჩა.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ტერიტორია, რომელიც იწვის, ნაკრძალს ემიჯნება, შესაბამისად, ის იშვიათი სახეობის ენდემური, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველებისა და საცხოვრებელს წარმოადგენს.

"აქ გავრცელებულია დაახლოებით, 60–მდე ძუძუმწოვარი, 300–მდე სახეობის ფრინველი, როგორც გადამფრენი, ისე მობუდარი, რომელთაგან 13 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი (მაგალითად, კავკასიური როჭო, თეთრკუდა არწივი). ცხადია, ხანძრის შედეგად, მათი ბუდეები აღარ არსებობს, რაც ფრინველისთვის ძალიან სერიოზული დისკომფორტია. სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად, თავის გადარჩენა ფრინველებმა და მსხვილმა ძუძუმწოვრებმა უფრო მოახერხეს, ვიდრე ამფიბიებმა, ღამურებმა და მწერებმა, მათი უმეტესობა ალბათ განადგურდა," – აღნიშნავს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი