გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი ნორმების შესაბამისია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი ნორმების შესაბამისია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი შემოწმდა და მისი ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

„კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია“, - ნათქვამია ინფორმაციაშუი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ჰაერის ხარისხის შემოწმება სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი