პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა

პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა

ბორჯომის ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბს წმინდა სინოდის წევრები ეწვივნენ. მანამდე სასულიერო პირებმა სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინეს.

"ჩამოვედით წმინდა სინოდის წევრები. გადავიხადეთ პარაკლისები ტაძარში. შტაბში გავეცანით ვითარებას. ამ ურთულეს ვითარებაში ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი ფიზიკური და სულიერი ძალების მობილიზება. ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა. ადამიანის შრომაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების შეთანხმებულ მუშაობაზე.

წარმატება ვუსურვეთ და ვლოცულობთ ყველა სამლოცველოში, რათა დავძლიოთ ეს განსაცდელი. ამ განსაცდელს ერისა და ბერის ერთად დგომა სჭირდება. ჩვენ ერთობით ყველაფერს დავძლევთ და იმედი მაქვს, რომ ამ განსაცდელიდან უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით",- განუცხადა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ.

სასულიერო პირებმა პატრიარქის დავალებით სტიქიასთან მებრძოლი ადამიანებისთვის საკვები, სასმელი და ტკბილეული ჩაიტანეს.

ფოტო: ტატო კუჭავა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი