როგორია გურიაში მომხდარი ავარიის შედეგად გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია გურიაში მომხდარი ავარიის შედეგად გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადარჩენილი ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის კლინიკა "მედალფას" დირექტორმა ნესტან სურგულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებული მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და რამდენიმე წუთში ოპერაციის ჩასატარებლად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ბათუმში გადაიყვანს.

"54 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას მრავლობითი პოლიტრავმა აღენიშნება. ამ წუთებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მკურნალობის გასაგრძელებლად ბათუმში გადაჰყავს. მას დამატებითი გამოკვკევები და ოპერაცია ესაჭიროება," - განაცხადა შპს "მედალფას" ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა ნესტან სურგულაძემ.

გურიაში, სოფელ ჩიბათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის 5 წევრი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. დაღუპულები არიან გადარჩენილი მამაკაცის ორი შვილი, სიძე, შვილიშვილი და მძახალი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი