სიგრილე და ხანმოკლე წვიმა - აგვისტოს ბოლო დღეების ამინდის პროგნოზი სინოპტიკოსებისგან

სიგრილე და ხანმოკლე წვიმა - აგვისტოს ბოლო დღეების ამინდის პროგნოზი სინოპტიკოსებისგან

უახლოეს დღეებში საქართველოს სამხრეთ და ჩრდილო რაიონებში, შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით - აღნიშნული ინფორმაცია Allnews-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მორიგე სინოპტიკოსმა მაია ქააცაძემ მიაწოდა.

პროგნოზის მიხედვით, პერიოდულად იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 30-35 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდები

სინოპტიკოსის თქმით, 29 აგვისტოს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დასავლეთ საქართველოში გავრცელდება შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რაც გამოიწვევს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დასავლეთ საქართველოში და არამდგრადი ამინდი 30 აგვისტოსაც შენარჩუნდება.

დღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდები. ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. 29 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსის ფარგლებში იქნება, 29 აგვისტოდან კი ისევ დაიკლებს და მხოლოდ 24-29 გრადუსამდე გათბება ჰაერი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი