ლარი კვლავ უფასურდება -"ვისაც დოლარში აქვს გასასტუმრებელი, 20 სექტემბრამდე მაქსიმალურად უნდა შეისყიდონ დოლარი"

ლარი კვლავ უფასურდება -"ვისაც დოლარში აქვს გასასტუმრებელი, 20 სექტემბრამდე მაქსიმალურად უნდა შეისყიდონ დოლარი"

რამდენიმეთვიანი გამყარებისა და სტაბილურად 2,38-2,39 ნიშნულის შენარჩუნების შემდეგ, ლარმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცირე ნაბიჯებით გაუფასურება დაიწყო და დოლარის მიმართ მისი კურსი 2,42-ს მიუახლოვდა.

ექსპერტების ნაწილი ლარის ამ დიაპაზონში გადანაცვლებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ პროგნოზირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტურისტული სეზონია და ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების საფუძველი უნდა იყოს. თუმცა, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ანალიტიკოსები 20 სექტემბრიდან ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ერთი დოლარის ფასი 2,5-ლარიან ნიშნულს გადააჭარბებს.

ნიკა შენგელია, "ეფიქს გრუპის" მთავარი ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

"ერთი თვის წინანდელი ყველა ტექნიკური მაჩვენებელი მიუთითებდა, რომ დაახლოებით 12 აგვისტოდან დაიწყებოდა დოლარის გამყარება და მართლაც ასე მოხდა. თუმცა, პროცესი 25 აგვისტოს შეჩერდა და დოლარის ინდექსი საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზი კი გახდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე ჯეკსონ-ჰოულში მისი ხელმძღვანელის გამოსვლა, სადაც ჯანეტ იელენმა ინვესტორების მთავარი შეკითხვა, დაიწევდა თუ არა 2017 წელს საპროცენტო განაკვეთი, უპასუხოდ დატოვა. ბაზარმაც არ დააყოვნა, დაიწყო დოლარის ინდექსის დაცემა და ის, ფაქტობრივად, 10-11 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდა. სანაცვლოდ მოიმატა ევროს კურსმა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის სექტემბრის სხდომაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვიან საპროცენტო განაკვეთის აწევაზე. შესაბამისად, დოლარს გაძვირებისკენ არ უბიძგებენ. მოდი, ამ ყველაფრის ფონზე შევაჯამოთ, რა ხდება საქართველოში ლარის კურსთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდა; შარშანდელთან შედარებით ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვაქვს; ამას ემატება ტურისტული სეზონი და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს, საგარეო ვალი გაგვეზარდა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი