"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..." - "ტრადიციული" და "ბედნიერი" ოჯახის ბნელი მხარე

"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..." - "ტრადიციული" და "ბედნიერი" ოჯახის ბნელი მხარე

ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენს გვერდით ასეთი ამბებიც ხდება. ეს წერილი ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა და გვთხოვა, გაგვეზიარებინა სხვებისთვის - იქნებ რჩევა-დარიგებები მისცენ ან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ, რადგან სამწუხაროდ, არც ისე ცოტა ქალი ცხოვრობს ჩვენ გვერდით, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახით ეგუება ქმრის ღალატს:

"ლამაზი გოგო ვიყავი და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ვინმემ არ მოგვტაცოსო (არეული დრო იყო საკმაოდ), გაიკითხ-გამოიკითხეს, ერთი კარგი ოჯახიშვილი გამომიჩინეს და გამათხოვეს. მაშინ მე 17 წლის ვიყავი, ის - 26-ის.

ისე ვიყავი გაზრდილი, არც კი მიფიქრია, რომ შევწინააღმდეგებოდი. თან სწავლაზე არ ვგიჟდებოდი, უფრო სათავგადასავლო წიგნების კითხვა მიყვარდა და ეს უეცარი გათხოვებაც, მორიგ თავგადასავლად მესახებოდა და თითქოს მიხაროდა კიდეც, რომ რაღაც ახალი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.

ქორწილის ღამესვე დავწექით ერთად და მაშინვე გამიცრუვდა იმედი. არავითარი ემოცია, არავითარი გრძნობა - მე უფრო მეტად ვიყავი ატაცებული ამ ყველაფრით, მან თითქოს მექანიკურად, ვალის მოხდის მიზნით გააკეთა თავისი საქმე, გადაბრუნდა და დაიძინა... ვიფიქრე, რომ ასეც უნდა ყოფილიყო - სიყვარულით ხომ არც გავთხოვილვარ. დაქალები მეუბნებოდნენ, სიყვარული თანდათან მოვა, ისეთი ლამაზი ხარ, თავს შეაყვარებო. მეც დავიჯერე... თანაც, დანარჩენი ყველაფერი იდეალურად იყო - ფული არ გვაკლდა, დედამთილ-მამამთილი თავს მევლებოდნენ, ნათესავებიც კარგი ჰყავდა, მეგობრების წრეც, დავდიოდით ბევრგან, სხვების დასანახად სითბოსაც გამოიჩენდა ხოლმე და თანდათან, თითქოს მივეჩვიეთ კიდეც ერთმანეთს.

უბრალოდ სულ მქონდა განცდა (და დღესაც ასე ვფიქრობ), რომ არ აღმიქვამდა არასდროს სერიოზულად, მივაჩნდი სულ ბავშვად, არ მიზიარებდა არაფერს სერიოზულას, ახალ საქმეს, ახალ იდეას - ასეთ რამეებს დედას უფრო უყვებოდა და მისი აზრით უფრო ინტერესდებოდა. მე თითქოს მეორეხარისხოვანი არსება ვიყავი. უბრალოდ ლამაზი გოგო, სულელი ცოლი, რომელსაც შვილები უნდა გაეჩინა, სადილი მოემზადებინა, სტუმრები მიეღო, სტუმრად ევლო ამაყად მის გვერდით და ღამით მისი ელემენტარული სურვილები დაეკმაყოფილებინა - უემოციოდ და მოვალეობის მოხდის მიზნით... გარეგნულად იდეალური წყვილი ვართ ახლაც განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი