კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:33 / 28-08-2017
18 წლის რაჭველმა ბიჭმა, რომელიც პლასტილინით საოცარ ნამუშევრებს ქმნის, 100%-იანი გრანტი მოიპოვა
ზაურ გამყრელიძე თვითნასწავლი ხელოვანია. ქალაქ ონში ცხოვრობს. პლასტილინისგან ორიგინალურ და განსხვავებულ ქანდაკებებს ძერწავს. 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სექტემბრიდან თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. შესაბამისად, მოუწევს რაჭიდან თბილისში გადმოვიდეს საცხოვრებლად.

ხელოვნება ზაურის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ძალიან უყვარს მუსიკა და კინო, იტაცებს სპორტიც. რაც შეეხება ოცნებებს, თავს იკავებს მათი გამჟღავნებისგან და ურჩევნია თავისთვის დაიტოვოს...

- როგორც მეუბნებიან, წყნარი და უპრეტენზიო ბავშვი ვიყავი. ბაღის ასაკიდან ვძერწავ. მახსოვს, როგორ ვუძერწავდი დედას ბეჭდებს და სხვადასხვა სამკაულს. მერე პატარა ფეხსაცმლის ძერწვამ გამიტაცა,
შემდეგ - პატარა ბიუსტების. სამწუხაროდ, პლასტილინი დიდხანს ფორმას ვერ ინარჩუნებს, ამიტომ ძველი ნამუშევრები არ შემომრჩა...

- უკვე სერიოზული სახე როდის მიეცა თქვენს ხელოვნებას? პლასტილინისგან ქანდაკებების ძერწვა როდის დაიწყეთ?
- 14 წლის ასაკში შევქმენი ჩემი პირველი ქანდაკება. მანამდე უბრალო გასართობი, მომავალში თვითგამოხატვისა და განტვირთვის არაჩვეულებრივ საშუალებად მექცა. და იმ დროიდან მოყოლებული საძერწი ჩემი განუყრელი მეგობარია.

- რატომ აირჩიეთ სამუშაოდ ეს მასალა? რით არის იგი გამორჩეული?
- როგორც აღვნიშნე, ბაღის ასაკიდან ვძერწავ. სახლში ყოველთვის მქონდა ერთი უჯრა საძერწი მასალით სავსე. ამ მასალას ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული და შესაბამისად ჩემი ახლანდელი ქანდაკებებიც სწორედ პლასტილინისგანაა დამზადებული.- როგორ იქმნება თითოეული ნივთი,

- როგორ მოდის მუზა და რა პროცესს გადიხართ სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?
- როცა რამეზე ვფიქრობ, მოულოდნელად დგება მომენტი და გონებაში არსებული სიტყვების ნისლიდან ფიგურა გამოიკვეთება.
განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ზაურის ნამუშევრები
12:41 / 07-09-2017
ნატა მეტ.
0
რა საყვარელი ბიჭუნაა,
ნიჭიერი, გონიერი და მშრომელი.

მიდი ბები, გვასახელე!

ღმერთმა დაგიფაროს და მოგიმართოს ხელი!
09:05 / 04-09-2017
SS
5
ალბათ მამამისი მეპურეა?
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
20:55 / 19-11-2017  Image ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შემოვიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან
მათ შორის უნდა იყოს "რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49