18 წლის რაჭველმა ბიჭმა, რომელიც პლასტილინით საოცარ ნამუშევრებს ქმნის, 100%-იანი გრანტი მოიპოვა

18 წლის რაჭველმა ბიჭმა, რომელიც პლასტილინით საოცარ ნამუშევრებს ქმნის, 100%-იანი გრანტი მოიპოვა

ზაურ გამყრელიძე თვითნასწავლი ხელოვანია. ქალაქ ონში ცხოვრობს. პლასტილინისგან ორიგინალურ და განსხვავებულ ქანდაკებებს ძერწავს. 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სექტემბრიდან თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. შესაბამისად, მოუწევს რაჭიდან თბილისში გადმოვიდეს საცხოვრებლად.

ხელოვნება ზაურის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ძალიან უყვარს მუსიკა და კინო, იტაცებს სპორტიც. რაც შეეხება ოცნებებს, თავს იკავებს მათი გამჟღავნებისგან და ურჩევნია თავისთვის დაიტოვოს...

- როგორც მეუბნებიან, წყნარი და უპრეტენზიო ბავშვი ვიყავი. ბაღის ასაკიდან ვძერწავ. მახსოვს, როგორ ვუძერწავდი დედას ბეჭდებს და სხვადასხვა სამკაულს. მერე პატარა ფეხსაცმლის ძერწვამ გამიტაცა, შემდეგ - პატარა ბიუსტების. სამწუხაროდ, პლასტილინი დიდხანს ფორმას ვერ ინარჩუნებს, ამიტომ ძველი ნამუშევრები არ შემომრჩა...

- უკვე სერიოზული სახე როდის მიეცა თქვენს ხელოვნებას? პლასტილინისგან ქანდაკებების ძერწვა როდის დაიწყეთ?

- 14 წლის ასაკში შევქმენი ჩემი პირველი ქანდაკება. მანამდე უბრალო გასართობი, მომავალში თვითგამოხატვისა და განტვირთვის არაჩვეულებრივ საშუალებად მექცა. და იმ დროიდან მოყოლებული საძერწი ჩემი განუყრელი მეგობარია.

- რატომ აირჩიეთ სამუშაოდ ეს მასალა? რით არის იგი გამორჩეული?

- როგორც აღვნიშნე, ბაღის ასაკიდან ვძერწავ. სახლში ყოველთვის მქონდა ერთი უჯრა საძერწი მასალით სავსე. ამ მასალას ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული და შესაბამისად ჩემი ახლანდელი ქანდაკებებიც სწორედ პლასტილინისგანაა დამზადებული.- როგორ იქმნება თითოეული ნივთი,

- როგორ მოდის მუზა და რა პროცესს გადიხართ სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?

- როცა რამეზე ვფიქრობ, მოულოდნელად დგება მომენტი და გონებაში არსებული სიტყვების ნისლიდან ფიგურა გამოიკვეთება.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ზაურის ნამუშევრები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი