რომელ უბნებს გააძვირებს თბილისის გენგეგმა

რომელ უბნებს გააძვირებს თბილისის გენგეგმა

მას შემდეგ, რაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა დასრულდა და შენიშვნებიც გამოითქვა, გეგმის ავტორები ქალაქისთვის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მნიშვნელობის ამ დოკუმენტის თემატური განხილვებისთვის ემზადებიან. როგორც ამბობენ, შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა, ქალაქის განვითარების მთავარ კონცეფციას ეს არ შეხებია. შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, თბილისი სწორედ იმგვარად განვითარდება, როგორც გენგეგმის ავტორები გვთავაზობენ. რა შეიცვლება თბილისში გენერალური გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ, სად გაიზრდება და სად შემცირდება უძრავი ქონების ფასები, როგორი იქნება თბილისის უბნების პრესტიჟულობა?

- ამ შეკითხვებით მივმართეთ როგორც გენგეგმის ავტორებს, ისე არქიტექტორებსა და ურბანისტებს. გასაგები მიზეზების გამო, ისინი პროგნოზების გაკეთებას თავს არიდებენ, თუმცა, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რაზეც ყურადღების მიქცევა უდავოდ ღირს.

საქმეში ჩახედული პირები არ უარყოფენ, რომ თუ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა ამ სახით ამოქმედდება, თბილისში, შესაძლოა, უბნების პრესტიჟულობა და უძრავი ქონების ფასები შეიცვალოს. ჩვენი რესპონდენტები ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ, რაც, შესაძლოა, ამ ცვლილებების მიზეზი გახდეს. მათ შორის არის გენგეგმის ხედვა, რომ თბილისი კომპაქტური ქალაქი უნდა გახდეს და მისი განვითარება აღარ გაგრძელდეს ახალი უბნების შემოერთების ხარჯზე. გარდა ამისა, ლაპარაკია სარეკრეაციო ზონებისა და სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაზე, რაც ასევე გაზრდის მიმდებარე უბნებში უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის ფასს.

მერაბ ბოლქვაძე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი:

"ქალაქის არაგონივრულად შემჭიდროებამ უძრავი ქონების ფასების რყევა განაპირობა. ბუნებრივია, როცა განაშენიანების სიმჭიდროვე ნორმებს დიდად აჭარბებს, იქ ცხოვრების ხარისხი ქვეითდება და დროთა განმავლობაში, უძრავი ქონების ფასიც.

მაგალითად, მიღებულია, რომ ჰექტარზე ქალაქში, ყველაზე ბევრი, 240-250 კაცი უნდა ცხოვრობდეს, ჩვენთან კი ცალკეულ უბნებში, მათ შორის ყიფშიძის ქუჩაზე, დოლიძისა და ბალანჩივაძის მონაკვეთებში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ჰექტარზე მოსახლეობის სიმჭიდროვე ნორმაზე გაცილებით მეტია. ცხადია, აქ ხალხის დატევა კი არ იგულისხმება, არამედ ყოველი მოსახლისთვის აუცილებელი მწვანე საფარი, ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები, ავტოსადგომი და სხვ. თბილისში კი გაჩნდა უბნები, სადაც ეს ყველაფერი არ არსებობს ან არასაკმარისია, რამაც საცხოვრებელი პირობები მეტად დაამძიმა.

უცხოეთში ბინას არავინ იქირავებს, თუ გვერდით დიდი პარკი არ არის. თბილისში ამ თვალსაზრისით პრობლემებია, ამიტომ, სადაც განაშენიანება ნორმაზე მაღალია, მეტად აღარ უნდა გაიზარდოს. არსებობს ვითარების შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის, ასეთ არეალებში მწვანე რეკრეაციული სივრცეების გაჩენა - როგორც განაშენიანებებს შორის, ისე თვით განაშენიანებებშიც.

ჩვენ თბილისის მთავრობას შევთავაზეთ რამდენიმე საქალაქო, საუბნო და უბნისშიდა პარკების მოწყობა. გენერალური გეგმა ზოგადი დოკუმენტია, თუმცა, პირველივე ეტაპზე დავაყენეთ კონკრეტული წინადადებები. მაგალითად, საქალაქო პარკის გაშენება დიღმის ჭალებში, სადაც დასასვენებლად მოსახლეობა ქალაქის სხვა უბნებიდანაც ივლის, როგორც ახლა ადიან მთაწმინდის პარკში. ავტომატურად, პარკის გაშენება იქ უძრავი ქონების ფასს გაზრდის; ასევე, ფონიჭალასთანაც შესაძლებელია მოეწყოს საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, კრწანისის ტყეპარკს შეუერთდეს; საუბნო პარკი თემქის ორ განაშენიანებას შორის, ხევძმარას ხევის მიმდებარედ და საფეხმავლო ხიდებით მათი დაკავშირება. აქ შესაძლებელია მდინარე ხევძმარას გახსნა, სადაც შეიქმნება წყლის სარკე, რამდენიმე კასკადი, მოეწყობა ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები და სხვ. ამით გაუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო და ეს ღირებულებასაც გაზრდის. დიღომში დაბეტონებულია ორ მიკრორაიონს შორის ჩამომავალი წოწორასხევი. შესაძლებელია მისი გახსნა და მწვანე საფრის მოწყობა.

განაგრძეთ კითხვა

"ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვერც ის, ვინც ხელშემწყობია“ - მეუფე იაკობი პეტრე ცაავას ემუქრება

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 6-ბალიანი შტორმი

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში