როგორ ავტომობილებზე გაიზარდა მოთხოვნა ბოლო პერიოდში საქართველოში?

როგორ ავტომობილებზე გაიზარდა მოთხოვნა ბოლო პერიოდში საქართველოში?

2017 წლის პირველი იანვრიდან, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს საავტომობილო ბაზარზე სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქციზის გადასახადის გასამმაგების გამო, მოთხოვნა ამ ტიპის ტრანსპორტზე მნიშვნელოვნად შემცირდა. სამაგიეროდ, იმატა ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების მომხმარებელთა რაოდენობამ. როგორც "კავკასიის ავტოიმპორტში" აცხადებენ, კომპანიაში ბოლო თვეების მონაცემებით, ჰიბრიდული ავტომობილების რეალიზაცია 50%-ით არის გაზრდილი. ალექსანდრე ვეკუას განმარტებით, იაპონიის ბაზარი ამერიკულით უკვე თითქმის სრულად ჩანაცვლებულია.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებლის განმარტებით, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტს მეტი წახალისება სჭირდება და ხელისუფლებამ კერძო სექტორის ჩართულობით, ამ ტიპის ავტომობილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე უნდა იზრუნოს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი