ბავშვის აღზრდის აუცილებელი წესები, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას

ბავშვის აღზრდის აუცილებელი წესები, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას

ბავშვის ქცევაზე, ხასიათზე, ცხოვრებაზე ოჯახის წევრების გავლენა და მათი როლი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ადამიანის ხასიათის ძირითადი შტრიხები, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიჰყვება, 4 წლამდე ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ნებელობა, რომ ბავშვმა და შემდგომში ზრდასრულმა მიზანმიმართულად მართოს საკუთარი მოქმედება. ამ პროცესში ზედმეტი სიმკაცრე ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქმება.

"ზედმეტი აკრძალვებითა და შენიშვნებით ბავშვის ზოგადი განვითარების პროცესს შევუშლით ხელს,"- ALLNEWS.GE-სთან საუბარში განმარტავს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი.

- როგორი უნდა იყოს ოჯახის წევრები როლი ბავშვის აღზრდის საკითხებში?

- ოჯახის ყველა წევრის ჩართულობა ნებსმიერ ასაკობრივ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია. თუმცა აქ როლების გადანაწილებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფროსები უნდა იყვნენ ადეკვატურები და თანმიმდევრულები. ბავშვს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მე მიღებული ვარ ყველას მიერ ისეთი, როგორიც ვარ. კმაყოფილების შეგრძნება, რომ მე მიღებული ვარ ჩემიანების მიერ, ბევრი ასოციალური ქცევის პრევენციას წარმოადგენს, შემდგომში ადამიანს ბევრ "გაუგებარ" სიტუაციაში მოხვედრისგან იცავს. როცა ბავშვს და მოზარდს მხარდაჭერა და გაგება არ აქვს ოჯახში, ის შემდეგ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ოჯახის გარეთ ეძებს და ხშირად არასწორ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე.

რაც შეეხება ოჯახის წევრების როლებს, ბავშვისთვის დედა შეუცვლელი ფენომენია. შესაბამისად, დედის როლს ან ასრულებს დედა ან ის ცარიელი რჩება. ამ დანაკლისს დედის დეპრივაცია ანუ დედის ფსიქოემოციური ნაკლებობა ჰქვია. თუ დედა ბავშვთან სათანადო დროის გატარებას ვერ ახერხებს და დედისთვის განკუთვნილი სივრცე რჩება შეუვსებელი, ეს სამომავლოდ აუცილებლად აისახება ბავშვის ქცევაზე, თვითშეფასებაზე, თვითრწმენაზე, საკუთარი ადგილის დამკვიდრებაზე.

ეს ყველაფერი სათავეს მუცლად ყოფნის პერიოდიდან იღებს. ამ დროს დედასა და პატარას საერთო ემოციური განცდები აქვთ, რადგან მათი სისხლის მომიქცევის სისტემა ერთიანია. შესაბამისად, ხდება ემოციების, ფსიქოემოციური მდგომარეობის დედიდან შვილზე გადაცემა. ეს ერთიანობის შეგრძნება არ წყდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. ამ ფენომენს დედა-შვილის მიჯაჭვულობა ჰქვია და ამიტომ სასურველია, რომ 2 წლამდე ბავშვის გაზრდა-აღზრდაში დედა მაქსიმალურად იყოს ჩართული.

ბავშვისთვის ასევე მნიშვნელოვანი ხდება ის ადამიანი, ვისი ხმაც მუცლადყოფნის პერიოდში ესმოდა და ვისთან ურთიერთობაც დედას ორსულობის დროს სიამოვნებდა. სწორედ ეს ადამიანები უქმნიან მას უსაფრთხოების შეგრძნებას. თუ ადამიანს უნდა რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, ამაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდშივე უნდა დაიწყოს და ხშირად ესაუბროს მასა და მის დედიკოს თბილი პოზიტიური ხმით.

2 წლის შემდეგ იწყება დედისა და შვილის გამიჯვნა და 3 წლის ასაკში ბავშვს პირველადი მე უყალიბდება. თუმცა დედის როლი კვლავაც პირველადი და შეუცვლელი რჩება. ხშირად ბავშვზე რამდენიმე ადამიანი ზრუნავს. დედის გარდა, ეს შეიძლება იყოს მამა, ბებია, დეიდა ან ოჯახის სხვა ახლობელი. 3 წლამდე ვინც ზრუნავს ბავშვზე, სწორედ მათთან უყალიბდება პატარას მტკიცე ემოციური კავშირი, რომელიც არასდროს წყდება. დედა ბავშვისთვის უპირობოდ მიღებული ფიგურაა. სხვებმა კი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა დაიმსახურონ  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი