"12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკს არ გავკარებივარ" - როგორ იხსენებს თემურ თათარაშვილი ციხეში გატარებულ დღეებს და რას ნანობს ყველაზე მეტად

"12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკს არ გავკარებივარ" - როგორ იხსენებს თემურ თათარაშვილი ციხეში გატარებულ დღეებს და რას ნანობს ყველაზე მეტად

მომღერალი თემურ თათარაშვილი ინტერვიუებზე ხშირად უარს ამბობს, ამჯერად კი გამონაკლისი დაუშვა. ახლა მის ცხოვრებაში აქტიური და საინტერესო პერიოდია. რას საქმიანობს ამჟამად, რისი ეშინია, რომელ თვისებას ვერ მოერია საკუთარ თავში, როგორ იხსენებს დაკავების დღეს, რაზე დააფიქრა და რა დაამახსოვრდა საპატიმროში გატარებული დღეებიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1966 წლის 20 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი, ყველა ასაკში ეს სურვილი მქონდა. მეხანძრეობა და კოსმონავტობა არასდროს მნდომებია. ადრეული ასაკიდან ვმღეროდი. შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი და სიმღერა ერთდროულად დავიწყე. ბებიის დის მეუღლე სოხუმის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო და შესაძლოა, ხელოვნებისადმი ჩემი მიდრეკილება ამანაც განაპირობა. ერთი პერიოდი მსახიობობის სურვილიც მქონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. კოლეგები, რომლებთანაც ვმეგობრობ, ამბობენ, - შენთან ერთად გასტროლზე წასვლაზე ვოცნებობთო. ოჯახში შვილებთან ძალიან მკაცრი ვარ, მეგობრებთან - სრულიად განსხვავებული.

- თავად ვფიქრობ, რომ...

- ...მხიარული ვარ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, ყველანი ჯანმრთელები არიან. ბედნიერი ვარ, რომ მსმენელს ვუყვარვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყვე­ლაზე მეტად მომწონს...

- უღალატო მეგობარი ვარ და ეს ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, თავადაც არაერთხელ უთქვამთ. რაც ჩემში ძალიან მომწონს, ისაა, რომ საოცრად პუნქტუალური გახლავართ. ჩემს ხასიათში ეს თვისება ბავშვობიდან გამოკვეთილი იყო. არასდროს გაკვეთილზე არ დამიგვიანია. 10 წელი მოსკოვში ვიცხოვრე, იქ სულ საცობებია, გადაადგილება ჭირს და არსად არასდროს დამიგვიანია. იურმალაში ფესტივალზე მე და სოსო პავლიაშვილი რომ გამოვდიოდით, მაშინ მთავარი რედაქტორი ამბობდა, - რომ არსებობდეს პრიზი `ყველაზე პუნქტუალური მონაწილე~, აუცილებლად, თემურ თათარაშვილს გადავცემდიო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ეს სიფიცხეა, ადვილად ვფეთ­ქდები. სიფიცხეს მაშინაც კი ვიჩენ, როცა ვიცი, რომ ის კონკრეტული ქმედება ძალიან დამაზარალებს - ამ თვისებას საკუთარ თავში ვერ მოვერიე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...17 წლის ასაკში, ანსამბლ `75~-ში მოხვედრა იყო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმღერო.

- არ მჩვევია...

- ...თქმა, `ხმაზე არ ვარ, ვერ გიმ­ღერებთ~.

- მეშინია...

- ...სიმარტოვის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ცხვირს. ცოტათი გაბუშტული ცხვირი მაქვს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...განაგრძეთ კითხვა