"რეზონანსი": ახალი კორპუსების დიდი ნაწილი 40 წელსაც ვერ გაძლებს

"რეზონანსი": ახალი კორპუსების დიდი ნაწილი 40 წელსაც ვერ გაძლებს

ახალი შენობების ექსპლოატაციის ვადა 100 წელია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობის სტანდარტი დაცულია და ობიექტი ლაბორატორიულადაც არის შემოწმებული.

სამშენებლო დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი კორპუსების ნახევარზე მეტი უხარისხო სამშენებლო მასალით შენდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აქედან გამომდინარე, ახალი აშენებული სახლების ნაწილი ნორმას საერთოდ ვერ აკმაყოფილებს და მათი ექსპლოატაციის ვადა რეალურად 30-40 წელიწადს არ აღემატება.

სამწუხაროდ, ეს არ არის ეჭვი, არსებობს კვლევებზე დამყარებული, დასაბუთებული ფაქტი, რომ მშენებელთა დიდი ნაწილი უხარისხო მასალებს იყენებს, რაც კორპუსების მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე"-ს ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ თბილისში რამდენიმე ახალი ნაგებობაა, რომელთა მობინადრები დიდი რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება და თავად ამის შესახებ არაფერი იციან.

"შენობის ექსპლოატაციის ვადას განსაზღვრავს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში გამოყენებული მასალის ხარისხი. წესით, მისი ნორმატიული ხანგძლივობა 100 წლის ფარგლებშია, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობებში, როცა სტანდარტი დაცულია და მასალებიც ლაბორატორიულად შემოწმებული. ჩვენთან არც ერთი პირობა არ არის დაცული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ბინების მასობრივი პრივატიზაცია მოახდინეს.

მაგალითად, ჩამომდინარე წვიმის წყალი შენობის მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. შენობის სახურავიდან წყალი უნდა ჩამოდიოდეს ისე, რომ სახლის კედელი არ ზიანდებოდეს, რაც მთავარია, წყალი ფუნდამენტში არ უნდა ხვდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმით, შენობა არც მოწმდება და ისე ენიჭება ავარიული სახლის სტატუსი.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი