მეუფე დიმიტრი - რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე და მან გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო

მეუფე დიმიტრი - რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე და მან გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო

რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე და მან პირდაპირ, გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო, - ამის შესახებ პატრიარქის ძმის შვილმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა.

როგორც მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის დამნაშავედ ცნობის შემდეგ პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია და არ იცის მისი პოზიცია.

"რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე. ის ჩვენს ეპარქიაში, ქობულეთში ბრძანდება. მან პირდაპირ გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო, რაც ეს დეკანოზის ოჯახის წევრებსაც უთხრა.

თავისთავად პატრიარქი ბევრად აღმატებულია ჩვენზე. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პატრიარქთან კონტაქტი არ მქონია", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი