"ნუ მიმატოვებთ... გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!" - 33 წლის ნანა ნიკურაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"ნუ მიმატოვებთ... გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!" - 33 წლის ნანა ნიკურაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

სამტრედიაში მცხოვრებ 33 წლის ნანა ნიკურაძეს, რომელსაც მოტონეირონის დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. იგი 6 წელია ამ ავადმყოფობით იტანჯება. ნანას უჭირს გარკვევით ლაპარაკი, ნერწყვისა და ლუკმის ჩაყლაპვა, წონაში კატასტროფულად იკლებს და ამჟამად მხოლოდ 40 კილოა.

"დაავადება ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. იარაღი (ფული), რომლითაც შემიძლია დავამარცხო, აღარ მაქვს. ამიტომ ვიჩოქებ ყველა ადამიანის წინაშე. ვითხოვ დახმარებას, რომ მაჩუქოთ სიცოცხლე. დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ საზღვარგარეთ მირჩიეს გამგზავრება, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს არა აქვს. გთხოვთ, ამ მძიმე განსაცდელში, ნუ მიმატოვებთ. გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!" - ამბობს ნანა ნიკურაძე ჩვენთან საუბრისას.

ნიკურაძის თქმით, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა როგორც ის ამბობს, სახელმწიფომ ფულადი დახმარება 2015 წლის აგვისტოში შეუწყვიტა.

ნანა ნიკურაძის დასახმარებლად ანგარიში "საქართველოს ბანკშია" გახსნილი:

ბანკის კოდი: BAGAGE22;

ანგარიშის ნომერი: GE83BG0000000601697300;

მიმღები: მარინა ზაქარიაძე

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს