ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ

ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.

ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა. როგორც AMBEBI.GE-ს ფაჩულიას ოჯახის წევრმა განუცხადა, წყვილს გოგონა შეეძინა და მას ნუცა დაარქვეს.

იხილეთ ვიდეო: როგორ ულოცავენ ზაზა ფაჩულიას მეოთხე შვილის შეძენას ნაკრების წევრები?

პატარა ნუცა ფაჩულია 4,100 კგ დაიბადა. ბავშვს სახელი ზაზას ქალიშვილმა, მარიამმა დაარქვა. მეუღლის მშობიარობას არ ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. შეგახსენებთ, ფაჩულია ნაკრებთან ერთად ისრაელში "ევრობასკეტი 2017"-ზე იმყოფება, სადაც ნაკრებს ორი მოგება და ორი წაგება აქვს. გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და დაძაბულ თამაშში ანგარიშით 104:91 დაამარცხა.

ფაჩულია-ალავიძის წყვილს 4 შვილი - დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაათვალიერეთ ფოტოები: როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას ორსული მეუღლე - ფოტოები თიკა ალავიძის "ინსტაგრამიდან"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი