როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

ქარის შესუსტება იწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 17:00 საათიდან ქარი 19-24 მეტრი წამში იქროლებს, ღამის საათებში კი კიდევ უფრო მკვეთრად შესუსტდება.

დოდო გვაზავას განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში ღამის განმავლობაში ქარის მთლიანად შესუსტება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ქარი არ იქნება საშიში.

"17:00 საათიდან ქარის შესუსტება დაიწყება. საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარი შენარჩუნდება, ხოლო დასავლეთში ჩადგება და მკვეთრად შესუსტებული იქროლებს.

ხვალ, დილით იქნება სუსტი ქარი 5-10 მეტრი წამში, ეს ძალიან სუსტი ქარია", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

ძლიერმა ქარმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პრობლემები შექმნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი