რა კომენტარს აკეთებს პატრიარქის ექიმი უწმინდესის ნაღვლის ბუშტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რა კომენტარს აკეთებს პატრიარქის ექიმი უწმინდესის ნაღვლის ბუშტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ვერ იხსენებს, ვისი აზრი იყო გერმანიაში პატრიარქისთვის ოპერაციის დროს ამოკვეთილი ნაღვლის ბუშტისა და კენჭების საქართველოში წამოღება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცისანა შარტავამ განუცხადა, ამ საკითხს გერმანიაში ოპერაციის შემდეგ დიდი განხილვა არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ეს იყო ერთწუთიანი საუბარი - ვიღაცის აზრი და მასზე პასუხი. შარტავასთვის ასევე გაუგებარია, რატომ მიეცა ამ ფაქტს ასეთი რეზონანსი.

"დიდი განხილვა არ ყოფილა. ქირურგმა განაცხადა, რომ ამოღების დროს ნაღველი დაიშალა და ამით დასრულდა. ვერ გეტყვით ვისი აზრი იყო. მახსოვს, ვიღაცამ იკითხა, ხომ არ შეიძლება წავიღოთ კენჭები? ხომ იცით, რომ ოპერაციის შემდეგ ინახავენ რაღაცას. იცით, ნაღველი ოპერაციის დროს ქუცმაცდება და ალბათ კენჭების შენახვა უნდოდათ. სხვა რა აზრი უნდა ჰქონოდა?! მე კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, ვინ იკითხა. იქ იმდენი ხალხი ტრიალებდა, იქაური მრევლი, აქედან ჩასულები. ვისი აზრი იყო, ვერ გეტყვით. ექიმთანაც ვაკითხინეთ, უთხრა, რომ ოპერაციის ჩატარებისას ნაღველი დაიშალა. მოგეხსენებათ, ოპერაცია ლაპარასკოპიით გაკეთდა. ამიტომ, ახლა გაუგებარია, ვის რაში სჭირდებოდა ამ თემაზე საუბრის დაწყება", - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

"TV პირველმა" გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, ჩანაწერში ოხანაშვილი ამბობს, რომ გერმანიაში ოპერაციის შემდეგ პატრიარქისთვის ამოკვეთილი ნაღვლის საქართველოში წამოღების შესახებ პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი საუბრობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი