კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:29 / 13-09-2017
გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო
8 საგანში უმაღლესი 10 ქულიანი შეფასება და ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულის სტატუსი - ნიკა ბეჭვაია საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბავშვია.

"სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი" - აღნიშნავს ნიკა AMBEBI.GE-თან საუბრისას.

ნიკა რუსთავში მშობლებთან, ბებიასთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე საკუთარ წარმატებაში სკოლის დიდ წვლის ხედავს.



"მნიშვნელოვანია, რას იღებ სკოლიდან. მე ამ მხრივ გამიმართლა. ინფორმაციის დიდ ნაწილს მასწავლებლები მაძლევდნენ", -
გვეუბნება ნიკა.

თავისუფალ დროს კითხვას უთმობს. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" და კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" საყვარელი წიგნების სიაში პირველ ადგილს იკავებს.

უყვარს ფეხბურთი, კალათბურთი. სკოლაში უპირატესობას მათემატიკას ანიჭებდა. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა და მის მისაღწევად დიდი შრომის გაწევა.

რამდენიმე კვირის წინ მთავარ მიზანს მიაღწია. ის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტი გახდა, თანაც ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით!

"ვეცდები გამოვიდე წარმატებული ბიზნესმენი ან ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი. თუ სურვილი გაქვს, მიუღწეველი არაფერია", - გვეუბნება ნიკა.

ეკა მელიქიძე
AMBEBI.GE

18:30 / 17-09-2017
100–იანი
0
მხოლოდ ჭკვიანი კი არა,კეთილი ფისომოყვარულიც ყოფილა!
22:19 / 15-09-2017
lela
0
საბედნიეროდ ბევრი ბავშვი ვიცი ვინც 8 საგანში 10 მიიღო,{წინა წლებში} ეს ბავშვები ძალიან წარმატებული სტუდენტები არიან! წარმატებები ნიკას და სხვებსაც!
მსგავსი სიახლეები
განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია
ამ შედეგით საქართველო ევროპის სამ უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა
ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად სკოლას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია
როგორც გამოცდებზე გამორჩეულმა სტუდენტმა, პირველივე წელს 1000-ლარიანი სტიპენდია დაიმსახურა უნივერსიტეტისგან
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 24 წლის მარიამ ავაქოვის ისტორიას
ევროპასა და ამერიკაში მუდმივად ადგენენ ახალ წესებსა და სტანდარტებს
"გარკვეულ პროდუქტს თუ ამოვიღებთ რეალიზაციიდან, სხვა პროდუქტით ხომ უნდა შევცვალოთ
ბაზრობებზე წარმოდგენილი იქნება ყველაფერი, რაც ბავშვებს სკოლისთვის სჭირდებათ
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებათ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
13:13 / 23-09-2017  Image "5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49